ლიტერატურისა და ხელოვნების კლასიკური (სანიმუშო, საუკეთესო, წარმატებული) ნიმუშების ერთობლიობა. კლასიკოსი არის დიდი მწერალი, გამოჩენილი მუსიკოსი, თვალსაჩინო მხატვარი ან მეცნიერი, რომლის შემოქმედება გახდა აღიარებული, საყოველთაოდ მიღებული, პოპულარული. თანამედროვე ქართული კულტურის კლასიკოსები არიან: ბალეტის ოსტატი ნინო ანანიაშვილი; კინორეჟისორები ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია; თეატრის რეჟისორი რობერტ სტურუა; მოქანდაკეები ამაშუკელი, მერაბიშვილი; მწერლები ჭაბუა ამირეჯიბი, შოთა ნიშნიანიძე, რევაზ მიშველაძე.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.