კა კი კლ კო კრ კუ
კოი კოლ კომ კონ კოს კოჰ

კომუნიზმი

კომუნიზმის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის დაბალ და მაღალ ფაზებს გამოყოფდნენ. ერთია სოციალიზმი, მეორე – კომუნიზმი. ისინი განსხვავდებიან ეკონომიკური, სოციალური და სულიერი სიმწიფის ხარისხით. ორივეს საფუძვლად მიიჩნეოდა ეკონომიკაში ექსპლოატაციისაგან თავისუფალი ადამიანების თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, რაც შეესატყვისება საწარმოო ძალთა საზოგადოებრივ ხასიათს. პირველ ეტაპზე პროდუქტი ნაწილდება წესით: შრომა – შესაძლებლობების ფარგლებში, სიკეთეთა მიღება-დამსახურებისამებრ; მეორე, კომუნისტურ, ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო დევიზი: შრომა – შესაძლებლობების მიხედვით, მოხმარება – საჭიროებისამებრ. იგულისხმებოდა, რომ მეორე ეტაპზე შრომა ჩვევად იქცეოდა, მოიხსნებოდა განსხვავება ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობას შორის, აქედან – განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის. ამ გზითვე იქნებოდა შესაძლებელი პიროვნების ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარება.

როგორც ვიცით, 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა და კომუნისტური იდეალები უტოპიურ იდეალებად გამოცხადდა.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9