ალენ უელშ დალესი (1893–1969) გახლდათ აშშ–ის სახელმწიფო მოღვაწე, პროფესიით იურისტი, დიპლომატი, ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი; 1950–იან წლებში თავისი ქვეყნის მთავრობას შეამუშავებინა ანტისაბჭოთა კურსი. მის მიერ შემუშავებულ დოქტრინაში ყურადღებას იქცევს რეაქციული იდეების შემცველი მონაკვეთები, მაგ., ასეთი: ,,ჩვენ დავთესავთ ქაოსს, შეუმჩნევლად შევცვლით ზნეობრივ ფასეულობებს და ვაიძულებთ მოსახლეობას, ირწმუნოს ყალბი ფასეულობები; ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვძირკვავთ ეროვნულ–სოციალურ არსს; შემოქმედებით ინტელიგენციას დავუკარგავთ ხალისს, გამოიკვლიოს და სწორად ასახოს მასების სიღრმეში მიმდინარე პროცესები; ლიტერატურამ, თეატრმა, კინომ, პრესამ უნდა ასახონ და განადიდონ ადამიანთა ქვენა გრძნობები; ჩვენ ყოველნაირად ხელს შევუწყობთ იმ შემოქმედებით ინტელიგენციას, რომელიც ადამიანის შეგნებაში შეიტანს სექსის, ძალადობის, ღალატის, ბეზღობის კულტს“. ეს იდეები თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა მუსლიმანური ქვეყნებისა, სრულდება. ამას ხელს უწყობს გლობალიზაციის ცალკეული პროცესებიც.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.