სემიოტიკის სფეროს ტერმინი:
პირველად ენასთან მიმართებით მეორადი ენა. კონოტაცია იძლევა საშუალებას კულტურისა და ხელოვნების მოვლენებში მოვინიშნოთ არა ოდენ უმთავრესი, აშკარად ხელშესახები მნიშვნელობანი, არამედ ისეთი თანამგზავრული მნიშვნელობები, რომლებიც არცთუ ისე მკაფიოდ ფიგურირებენ საზოგადოების შეგნებაში სახეებისა და ნიმუშების (სიმბოლური, ალეგორიული, მეტაფორული და სხვ.) ფორმით.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.