კულტუროლოგიური გაგებით, ეს არის შემთანხმებლობა, ამორალურ კომპრომისზე წასვლა. ამის ნიმუშად პროფ. ს. სიგუას მოყვანილი ჰყავს დიდებული პოეტი იოსებ გრიშაშვილი (თავდაპირველად – თავგადაკლული ნაციონალისტი, მოგვიანებით – საბჭოთა წყობილების მეხოტბე). ამგვარ პიროვნებას ეწოდება კონფორმისტი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.