ნიშნავს ფარულ ჩანაწერს. ცნება განეკუთვნება სემიოტიკის სფეროს. პირობითი საიდუმლო ნიშნებით ჩანაწერი. ორ ან მეტ პირს შორის შედგება წინასწარი შეთანხმება კრიპტოგრამაში გამოყენებული ხერხების თაობაზე და ამის შემდგომ ამგვარად შედგენილ სხვათათვის გაუგებარ, საიდუმლო ტექსტებს ერთურთს გაუგზავნიან. კრიპტოგრამა ფართოდ გამოიყენება სამხედრო დაზვერვისა და ომიანობისას საიდუმლო ტექსტების გადასაცემად. კრიპტოგრამად, შეიძლება, მოვიაზროთ საქართველოში გამოყენებული ე.წ. ,,ქაჯური ენა“, რომლის შესახებ გამოკვლევა დაწერა გ. მიქაძემ.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.