კულტურა – მოდის ძველი ბერძნულ-ლათინური სიტყვიდან cultura, რაც თავდაპირველად აღნიშნავდა მიწის დამუშავებას, გაფხვიერებას, დახვნას. ამ ბუდის ცნობილი სიტყვებია: კულტივატორი (რკინის გუთანი), კულტივაცია (დახვნა-დაფარცხვა, გაფხვიერება), კულტივირება (ჩანერგვა, ჩათესვა), კულტი (გაფეტიშება).
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.