ტერმინს სული ჩაუდგა და დიდი ავალა მისცა ოსვალდ შპენგლერმა, ფილოსოფოს-იდეალისტმა. კულტურის ამ თეორეტიკოსმა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას დაუპირისპირა ფატალიზმი, რაც განვითარების პროგრესს უარყოფს. ისტორია მისთვის დამოუკიდებელი ცალ-ცალკე ჩაკეტილი ციკლური კულტურების კონგლომერატია. ეს ცალკეული კულტურები ჩაისახებიან, აყვავდებიან და დაიხოცებიან. ამ კანონს ვერც ერთი ვერ ასცდება. ასე მოელის მოწინავე ევროპულ კულტურასაც. უკვე დაწყებულია მისი აღსასრული. აი, ეს იდეა დაედო საძირკვლად გახმაურებულ წიგნს ,,ევროპის დაისი“.
თითოეული კულტურის ,,მორფოლოგიურ სტრუქტურას“ საფუძვლად უდევს ,,კულტურის სული“, რაც ამ სტრუქტურის მამოძრავებელია. ევროპის კულტურამ გაიარა განვითარების I და II სტადია. ამჟამად შევიდა III სტადიაში, დაისის, გადაგვარების სტადიაში. გადაგვარების უტყუარი ნიშანია ის, რომ კულტურა გადაიქცა ცივილიზაციად.
ძირითადად ეგ იდეა გაიზიარა ტოინბიმ.