კა კი კლ კო კრ კუ
კულ

კულტუროლოგია

თუ ცნება ,,კულტურა“ ძველია, სიტყვა ,,კულტუროლოგია“ ახალია. პირველად იგი იხმარა გერმანელმა ნატურფილოსოფოსმა, 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდმა, რომელსაც ლენინი ეძახდა გამოჩენილ ქიმიკოსსა და მეტად აბნეულ ფილოსოფოსს. ტერმინი შემდეგ გაიმეორა ამერიკელმა ლესლი უაიტმა. კომპოზიტი შედგება ორი სიტყვისაგან ,,კულტურა“ და ,,ლოგია“. ,,ლოგოსი“ ნიშნავს მოძღვრებას, მეცნიერებას. მაშასადამე, კულტუროლოგია არის მოძღვრება კულტურის შესახებ. იგი შეისწავლის კულტურის ჩასახვას, განვითარებას, განვითარების კანონებსა და კანონზომიერებებს; მის მიმართებას პოლიტიკის, რელიგიის, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი. კულტუროლოგია არის ზოგადსაგანმანათლებლო საგანი, რომელიც უნდა ისწავლებოდეს ყველა უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სკოლაში.

სიღრმისეული თვალსაზრისით, კულტუროლოგია მოიცავს კულტურის ისტორიას, კულტურის თეორიას, კულტურის ანთროპოლოგიას, კულტურის შესახებ არსებულ მოძღვრებათა ისტორიას, კულტურის ფილოსოფიასა და გამოყენებით კულტუროლოგიას.

Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9