1. ცხოველმოქმედების მდგომარეობა და თავისებურებანი იმ ადამიანთა ჯგუფებისა და ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ღირებულებითი ორიენტაციები და მიზნები, აგრეთვე ქცევის მოდელები განეკუთვნება (რეალურად თუ ინტენციურად) სხვადასხვა კულტურულ სისტემებს და გამომდინარეობენ ამ სისტემათა მოთხოვნებიდან, ოღონდ არც ერთ ამ სისტემაში არ არიან ბოლომდე და მთლიანად ინტეგრირებულნი;
2. ასოციალური, ანტიკულტურული, კონტრკულტურული გამოვლინებანი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.