ძველი ბერძნული სიმებიანი საკრავი; მიიჩნევენ პოეტური შემოქმედების შთაგონების სიმბოლოდ. საზოგადოდ, ძველად ლექსებს წერდნენ ლირაზე დასამღერებლად. ამიტომაც ეწოდა შინაგანი განცდების გამომხატველ წვრილ-წვრილ ლექსებს ლირიკა. როცა ძველად პოეტი თავისი ქმნილებების კრებულს აქვეყნებდა, წიგნის წინა გარეკანზე ეხატა პოეზიის სიმბოლო ლირა; ვინც ლირიკულ ქმნილებებსა თხზავს, ის ლირიკოსია. მისგან განსხვავდება ეპიკოსი, რომელიც თხრობით ტექსტებსა ქმნის. ასეთია, მაგ., ვაჟა-ფშაველას პოემები.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.