მა მე მი მო მს მუ
მავ მაი მაკ მალ მან მარ მას მატ მაჰ

მანიფესტი

L. სიტყვაა.
ნიშნავს აშკარას, გამოაშკარავებას, გამოქვეყნებას, სახალხოდ გამოტანას, განცხადებას. ეგ, შეიძლება, იყოს უმაღლესი ხელისუფლების მიმართვა მოსახლეობისამი განსაკუთრებული ვითარების დროს ან პოლიტიკური პარტიის, რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი საპროგრამო მიმართვა, განცხადება (მაგ. მარქსისა და ენგელსის ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“) ან კიდევ მავანი ლიტერატურული ჯგუფის შემოქმედებითი პრინციპების წერილობითი გადმოცემა (ვთქვათ, ცისფერყანწელების ლიტერატურული განცხადებები და მანიფესტები); ხალხთა მასის პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლამსვლელობას კი მანიფესტაცია ეწოდება, ამ მსვლელობის მონაწილეს – მანიფესტანტი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9