კარლ მარქსის სახელის მიხედვით. ფილოსოფიურ-სოციოლოგიური მოძღვრება ბუნებისა და საზოგადოების განვითარების შესახებ. ეს გახლდათ მატერიალისტური მოძღვრება, რომელიც საზოგადოების განვითარების ძრავად მიიჩნევდა კლასთა ბრძოლას, ჩაგრულ-მჩაგვრელთა დაპირისპირებას. მოგვიანებით ამ მოძღვრებას ,,მეცნიერული კომუნიზმი“ უწოდეს, რათა იგი გაერჩიათ უტოპიური კომუნიზმისაგან. მარქსიზმის საბოლოო მიზანი იყო კომუნიზმის დამყარება. დრომ უჩვენა, რომ საბოლოოდ ,,მეცნიერული კომუნიზმიც“ უტოპია და მიუღწეველი ოცნება აღმოჩნდა.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.