It. ,,მასკარონე“ და ,,მასკარადი“. პირდაპირი თარგმანით ნიშნავს ,,მასკების“ (ნიღბების) პარადს, რიგს, ჩამოვლას. გასართობი საღამო, მეჯლისი, უმთავრესად კომიკურ-სამხიარულო, რადგან ამ დროს აცვიათ ცხვრის ან თხის ტყავი ფეხებიანად, რქებიანად, უკეთიათ ნიღბები, გამოიყურებიან სასაცილოდ; მღერიან უწმაწურ და სასაცილო სიმღერებს; მასხრობენ (ხუმრობენ). აღნიშნულ სიტყვაში გამოიყოფა ბგერათკომპლექსი მასკარა. იტალიაში დღესაც არსებობს გვარი მასკარა. შეადარეთ მას ქართული (დასავლური) სიტყვა მასხარა. ეჭვი არაა, ქართული ,,მასხარა“ მომდინარეობს იტალიური ბგერათკომპლექსიდან ,,მასკარა“. ისიც სათქმელია, რომ გვაქვს გვარი ,,მასხარაშვილი“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.