მა მე მი მო მს მუ
მავ მაი მაკ მალ მან მარ მას მატ მაჰ

მასობრივი კულტურა

ელიტარულის საწინააღმდეგო. მოხმარების ინდუსტრია და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ფართოდ გაშლილი ქსელი ამჟამად. სხვაა ადრინდელი მასკულტურა, სხვა – თანამედროვე. თუ ილია ჭავჭავაძის დროინდელი ხალხზე ზრუნვით იყო განმსჭვალული, დღევანდელი ცდილობს რეალური ცხოვრების პრობლემებიდან პიროვნების ყურადღების გადართვას გასართობ მასობრივი პროდუქციის სანახაობით აღქმაზე, ემოციურ განმუხტვასა და წარმოსახვის თამაშზე. ამით ადამიანი ოცნებების, ილუზიების სამყაროში გადაჰყავთ და მას თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრაში მონაწილეობის მოჩვენებით წარმოდგენას უქმნიან, ცდილობენ, შეარიგონ იგი თანამედროვეობისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს. მართალია, ამ დროს ფართო მასები ეზიარებიან კულტურის ცალკეულ ღირებულებებს, მაგრამ ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ნამდვილ დემოკრატიას.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9