სამეცნიერო და ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც უძველესი დროიდანვე დაუპირისპირდა იდეალიზმს. წინააღმდეგ იდეალიზმისა, მას მიაჩნია, რომ ყოფიერება მთავარია, პირველადია, ცნობიერება – მეორადი; რომ მატერია, ბუნება პირველადი და უმთავრესია, ხოლო იდეა, ცნობიერება, სული – მეორეული; რომ არსებობს ობიექტური სამყარო ცნობიერება-აზროვნებისაგან დამოუკიდებლად; ამავე დროს, აღიარებს: სამყარო და კაცობრიობის განვითარების კანონები შეცნობადია, გნოსტიკურია. მატერიალიზმის კვლევის მეთოდია დიალექტიკური მატერიალიზმი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.