L. დაფიქრება, ჭვრეტა, ფიქრით განმსჭვალვა. ლირიკულ-მედიტაციურია ტერენტი გრანელის მთელი შემოქმედება; ესენინის, ბლოკის ლექსები. ამგვარ მინორულ ქმნილებებს უპირისპირდება მაჟორული, ხმაურიანი, პუბლიცისტური ლექსები, მოქალაქეობრივი პათოსის გამომხატველი საბარიკადო, სამიტინგო ქმნილებანი. ასეთია მაიაკოვსკის, ალ. მირცხულავას, ირ.ევდოშვილის ტექსტების უმრავლესობა. ისინი წერენ რევოლუციაზე, ბუნტზე, ბარიკადებზე, პასპორტსა და ქარხანაზე, დაზგასა და მანქანებზე, კომკავშირულ ბრიგადებზე და ა.შ.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.