ტექსტი, რომელშიც მოთხრობილია ავტორის თავგადასავალი, გახსენებულია საზოგადოებრივ ყოფაში მომხდარი მოვლენები, ნაირგვარი ამბები, ცნობილი პიროვნებები და იმათი ურთიერთობები სხვა პირებთან. ვინც ამგვარ ნაწარმოებს ქმნის, ის არის მემუარისტი.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.