მსოფლშეგრძნება, მსოფლაღქმა; კოლექტიური ანდა პიროვნული შეგნების სიღრმისეული ფსიქოლოგიური დონე. მენტალიტეტი ყალიბდება კულტურაში ტრადიციების, სოციალური ინსტიტუტების, ადამიანის ყოფიერებისა და გარემომცველი მოვლენების ზემოქმედებით. იგი წარმოადგენს პიროვნების ან სოციალური ჯგუფის ფსიქოლოგიური და ქცევითი მიზანდასახულობა-განაწესების ერთობლიობას. ის ერთმანეთთან აერთებს და ათანხმებს ცნობიერი და ქვეცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობების ღირებულებით ფორმებს. ამით კიდევაც განსაზღვრავს ადამიანის ანდა სოციალური ჯგუფების ყოფიერების მთელ სახეს.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.