სურათი, სახე ან წარწერა, შესრულებული ცემენტის დაფაზე დამაგრებული ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების ან სხვადასხვა ფერის მინის (ჭიქის), მარმარილოს, ემალისა და ამის მსგავსთა მცირე ნაჭრებისაგან. ყველაზე ძველი (V საუკუნე) ქართული წარწერა სწორედ მოზაიკურია. 1953 წ. იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, ბეთლემთან ახლოს, გათხარა მონასტრის ნანგრევები; იატაკზე აღმოაჩინა ქართული მოზაიკური წარწერა. ერთი ფრაზა ასეთია: ,,ამის მომსხმელსა იოსიას შეუნდოს ღმერთმა“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.