შედგება ორი ნაწილისაგან: ერთი და ქორწინება. ქორწინების ისეთი ფორმა, როცა მამაკაცს ჰყავს მხოლოდ ერთი ცოლი, დედაკაცს – მხოლოდ ერთი ქმარი. ამის საპირისპიროა პოლიგამია. პოლი (ბევრი, მრავალი) და გამია (ქორწინება). პოლიგამია ჩვეულებრივი ამბავი იყო მაჰმადიანებში. სპარსეთის შაჰებს, მაგალითად, მოწყობილი ჰქონდათ ჰარამხანა, სადაც იმათი არაერთი მეუღლე ცხოვრობდა. იმამ შამილს ჰყავდა ოთხი ოფიციალური ცოლი. ამის თაობაზე კარგად წერს მადამ დრანსე თავის წიგნში ,,შამილის ტყვე ქალები“.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.