Gk. ,,მონო“ - ერთი და ,,თეოს“ - ღმერთი. რელიგია, რომელიც აღიარებს ერთ ღმერთს, ერთღმერთიანობა. ასეთია, მაგალითად, ქრისტიანობა, მაჰმადიანობა და სხვ. ამის საპირისპიროა პოლითეიზმი (,,პოლი“ – მრავალი, ,,თეოს“ – ღმერთი). მრავალღმერთიანობა გავრცელებული იყო ძველ ხალხებში. მაგ., ბერძნებს ჰყავდათ არაერთი ღმერთი. ღმერთთა ღმერთი, ანუ მბრძანებელი, იყო ზევსი. ეს ღმერთები ოლიმპოს მთაზე მკვიდრობდნენ.
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.