Gk. ,,მონო“ - ერთი და ,,ლოგოსი“ - სიტყვა. ერთის სიტყვა, ერთის მეტყველება. სიტყვა, რომლითაც რომელიმე პერსონაჟი მიმართავს საკუთარ თავს, სხვას ან მაყურებელს. ჩვეულებრივ, ეს არის ,,შინაგანი მეტყველების“ გამოხატვა. მსახიობი თავის (პერსონაჟის) გულისნადებს ხმამაღლა წარმოთქვამს, რათა მაყურებელმა გაიგოს მისი გულისნადები, გულისწუხილი. ამის საპირისპიროა დიალოგი (ორის მეტყველება) და პოლილოგი (მრავლის მეტყველება). ცნობილია ჰამლეტის მონოლოგი შექსპირის ტრაგედიაში, სადაც გმირი წარმოთქვამს საყოველთაოდ ცნობილ ფრაზას: ,,ყოფნა, არყოფნა – საკითხავი აი ეს არის!“
Source: კულტუროლოგიური ტერმინოლოგია: დამხმ. სახელმძღვანელო კულტუროლოგიის შემსწავლელთთვის / შეადგინეს თამარ ბლიაძემ და მურმან თავდიშვილმა; რედაქტორი რევაზ მიშველაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კულტურის მეცნიერებათა დეპარტამენტი. თბილისი: უნივერსალი, 2025.