ვაზი რომ გაიღვიძებს და წვენი ჩაუდგება ამ დროს რომ გადაჭრა, რქიდან წვენი წამოუვა წვეთ-წვეთად. ამას ჰქვია ვაზის ტირილი (ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში). ვაზის ტირილი უარყოფითი მოვლენაა, რადგან ამ დროს ვაზიდან მისი „ცრემლის” სახით იკარგება მისი საკვები.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.