ვერცხლის მცირე, ან საშუალო ზომის თასი, რომელსაც აქვს უჩვეულო, ვიწრო და მაღალი ქუსლი. ამ სასმისზე ხშირია ქართული წარწერები. დღესდღეობით მისხალი აღარ მზადდება, ხოლო მოსახლეობაში კი ძირითადად მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში დამზადებულ ნაკეთობებს შევხვდებით.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.