(ტრანსლიტერაცია Kvevri ) ღვინის დასაყენებელი და მცირედი თუ ხანგრძლივი დროით შესანახი გამომწვარი თიხის უძველესი ქართული ტრადიციული ჭურჭელი. კვერცხის ფორმისაა, ინახავენ მიწაში ყელამდე ჩაფლულს. ქვევრის მოცულობა დაახლოებით 2−3 ლიტრიდან 8000 ლიტრამდე მერყეობს. გადმოცემით ძველ საქართველოში 15 000 ლიტრიანი და უფრო დიდი მოცულობის ქვევრებიც უმზადებიათ. ქვევრს ამზადებს მექვევრე ოსტატი, ხოლო მექვევრეობა საქართველოს შინამრეწველობის უძველესი დარგია.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.