L. phylloxera vastatrix Planch ვაზის მავნებელი მწერი თანაბარფრთიან ხორთუმიანთა რაზმისა. მისი სამშობლოა აშშ. მეტად საშიში მავნებელია და მის წინააღმდეგ მიმართავენ ვაზის მწარე საძირეზე მყნობას. საქართველოში გვხვდება XIX საუკუნიდან.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.