შუაზე, ორ ნახევარსფეროდ გაჭრილი ქვევრი, რომელსაც არქაულ დროში იყენებდნენ მიცვალებულის დასაკრძალავად. არსებობს ვარაუდი, რომ ქვევრსამარხი თავის დროზე ეკუთვნოდა მასში დაკრძალულ მამაკაცს, რომელიც იმავე ქვევრში ღვინოს აყენებდა. ქვევრსამარხები გვხვდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.