სურის მოყვანილობის ერთგვარი ქუსლიანი სასმისი ღვინისათვის. მაღალყელიანია და ყელი მოხრილი აქვს. ამზადებდნენ ვერცხლისაგან. მის შექმნის ისტორიას უკავშირებენ ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სახელს.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.