ქუსლიანი დიდი ჯამი. აქვს სამეურნეო დანიშნულება, თუმცა ღვინის სასმისადაც გამოიყენებენ. მზადდებოდა თიხისაგან, სპილენძისაგან და ვერცხლისგანაც. ვერცხლისა და სპილენძის ბადიებზე ხშირია ორნამენტები და ქართული წარწერები.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი /გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.