ხეზე აშვებული ვაზის სახელწოდება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და უპირატესად გურიაში. ბაბილოს კრეფენ გიდელით. როგორც ისტორიული დოკუმენტებიდანაა ცნობილი ძველად არსებობდა სპეციალური საბაბილო ჭურები (ჭური საბაბილოი). გურიაში ბაბილოს კრეფისას სრულდება გურული ხალხური სიმღერა „აგიდელა”.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი /გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.