მექვევრეობით განთქმული სოფელი სნის ხეობაში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსების მიერ). ამ ადგილებში დიდი ზომის ქვევრებს არ ამზადებდნენ. დღეს-დღეობით ცხავათში ქვევრი აღარ მზადდება. ცხავათის შემოგარენში განვითარებული ყოფილა ტერასული მევენახეობა და აქაური ღვინო განთქმულიც იყო.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.