თიხის დიდი ზომის მოჭიქული ან იშვიათად მოუჭიქავი საღვინეჭურჭელი ძირითადად კახეთში. კახური გოზაურის ყელზე ხშირად ვხვდებით ადამიანისა და ცხოველების ფიგურებს, ან რაიმე წარწერებსა თუ მოხატულობებს. გოზაური კახური წარმოშობის საღვინე ჭურჭელია და მასში შესაძლოა ჩავიდეს 10 - 15 ლიტრი ღვინო. ის უმეტეს შემთხვევაში უტუჩოა.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.