თხის ან თიკნის ტყავისაგან დამზადებული შიგნიდან მოკუპრული ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია ღვინის ჩასასხმელად და გადასატანად. იგივეა, რაც თხიერი ან კუპრიელი. იშვიათად გვხვდება მოუკუპრავი ტიკებიც.
Source: მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი/გიორგი ბარისაშვილი; დიზაინი პაატა ვარდანაშვილის. გამომცემელი: თბილისი, 2016.