ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების ბუნებრივი განვითარების მსვლელობის შესწავლის, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს გენეტიკური ფონდის, ასევე ცალკეული სახეობებისა და თანასაზოგადოებების, აგრეთვე ტიპიური და უნიკალური ეკოლოგიური სისტემების შენარჩუნების მიზნით, ორგანიზებული ბუნებადაცვითი, სამეცნიერო-კვლევითი და ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულება; ნაკრძალი, ჩვეულებრივად, ტიპობრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს), ან წარმოადგენს მთელ ქალაქს ან მის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ინდუსტრიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა გააჩნია.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.