Р

ნა ნი ნო
ნაგ ნად ნაკ ნარ ნაყ ნაც ნახ

ნაკრძალი სახელმწიფო საქართველოში

ბუნების, მისი კომპონენტების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, გარემოს მონიტორინგისა და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით საქართველოში დაარსებული დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი, სადაც ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნება უზრუნველყოფილია ადამიანის სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე; იგი ბუნების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა და კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც მიმდინარეობს დაკვირვებები ბუნების ცალკეულ ობიექტებზე, კომპლექსებსა და ბიოგეოცენოზებზე; აქ შეისწავლიან ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი და თვისებრივი ცლილებების გამომწვევ მიზეზებს, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ ასპექტებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს, ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შესანარჩუნებლად, იშვიათი და განადგურების გზაზე მდგარ მცენარეთა და ცხოველთა მოსამრავლებლად და ა.შ.; სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და/ან მოიცავდეს თავის თავში სხვა (ბუნების ძეგლი) რომელიმე მათგანს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9