დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში ან მის გარეთ არსებული ეროვნული მნიშვნელობის, არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, მათი აღდგენითი და მოვლითი საქმიანობების ჩატარების მიზნით ეროვნული ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ტერიტორია და/ან აკვატორია, სადაც საფრთხის ქვეშაა მოქცეული ცოცხალი ორგანიზმების იშვიათი, უნიკალური ადგილობრივი და მიგრირებადი ველური სახეობები, სახეობათა ჯგუფები, ბიოცენოზები, ეკოსისტემების კომპონენტები.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.