დაბეჭდვის ხერხი, როცა გამოსაცემი ტექსტის ან ნახაზების დიდი ტირაჟით ქაღალდზე გადატანას საღებავების გამოყენებით ასრულებენ. ოფსეტურ ბეჭდვას, როგორც წესი, ნარჩენების გაჩენა მოსდევს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საღებავებს შეიცავს და გარემოსაც შესამჩნევად აბინძურებს. მსგავსი საწარმოები საჭიროებენ გაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.