აზოტმჟავის (HNО3) მარილები, რომელიც აზოტის წრებრუნვის უმთავრესი რგოლია. ის შეიძლება დაგროვდეს ნიადაგში აზოტის მინერალური სასუქების მაღალი დოზების შემოტანის შემთხვევაში. ნიადაგებიდან ნიტრატების გამორეცხვის შედეგად, ფოსფატებთან ერთად, მათ შეუძლიათ წყალსატევების ევტროპოკაცია და სასმელი წყლების გაბინძურებას შეუწყონ ხელი. ნიტრატებს ხმარობენ აგრეთვე საკვებდანამატების სახით. მაგ., კალიუმის ნიტრატი გამოიყენება ძეხვების, შებოლილი (ლორი, შაშხი) ხორცის, თევზის კონსერვების დამზადების დროს. თუმცა, ნიტრატების მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში უფრო (70%) ხილის მოხმარებისას აქვს ადგილი. მწვანე კულტურები (ოხრახუში, კამა, ნიახური), ასევე კომბოსტო, ჭარხალი, კარტოფილი, მწვანე ხახვი ნიტრატებს 3-5 გ/კგ რაოდენობით აგროვებენ, ხოლო ადამიანის მიერ ნიტრატების მიღების ზღვრული დასაშვები ნორმა 5 მგ 1 კგ წონაზე დღე-ღამის განმავლობაში. ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე (2-3 ჯერ) ნაკლებია. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ნიტრატები ყველის შემადგენლობაში არსებულ ამინებთან ახდენს რეაგირებას და კანცეროგენულ ნივთიერებას (ნიტროზამინები) წარმოქმნის.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.