განახლებადი ან არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მეცნიერულად დასაბუთებული ზღვრული (ტყის გაჩეხვა, ცხოველთა რეწვა, ხილისა და სოკოების მოგროვება, წყლის ობიექტებიდან სასმელი ან/და სხვა წყლების მიღება) სიდიდე, რომელიც უზრუნველყოფს მათი თვითგანახლების (განახლებადი რესურსების) ბუნებრივ მიმდინარეობას ან/და რესურსების თანდათანობითი განახლების მიღწევის მიზნით, მათი რაციონალური (გონივრული) ათვისების პრინციპების დანერგვასა და წარმართვას;
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.