Р

ოზ ოქ
ოქს

ოქსიდი აზოტის

აზოტისა და ჟანგბადის შენაერთები (N2O,NO, NO2), რომელთა წარმოქმნას ადგილი აქვს სამრეწველო საწარმოებში სათბობის წვისა და ტრანსპორტის მუშაობის პროცესში, რაც იწვევს ატმოსფერული ჰაერის გაბინძურებას. ამ დროს წარმოქმნილი ოქსიდის წყლის ორთქლში გახსნის შედეგად აზოტის მჟავა წარმოიქმნება და ”მჟაუნა წვიმების” (ჰაერში შემავალი მჟავების 1/3) ფორმირებას იწვევს. აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაცია ადამიანის სახიფათო მოწამვლას იწვევს, რაც ფილტვების შეშუპებაში, ლორწოვანი გარსების დაწყლულებაში (დამუწუკებაში), თავის ტკივილებსა და უძილობაში გადადის. მზის სინათლის მოქმედებით აზოტის ოქსიდი რთული ქიმიური რეაქციების გავლით, ტოქსიკური ფოტოოქსიდანტების, მათ შორის ოზონის, წარმოშობას აქვს ადგილი.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9