Р

პა პე პო პრ
პარ

პარკი ეროვნული

საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვნეირებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად, ასევე სასიცოცხლ გარემოს შენარჩუნების, მეცნიერული კვლევა-ძიებების, ან კიდევ საგანამანათლებლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის შექმნილი სახმელეთო ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მდგარი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და ველურ ცოცხალ ორგანიზმთა სახეობა; ეროვნულ პარკში გამოიყოფა ზონები:

ა. ბუნების მკაცრი დაცვის;

ბ. ბუნების მართვადი დაცვის;

გ. ვიზიტორების;

დ. აღდგენის;

ე. ისტორიულ-კულტურული;

ვ. ადმინისტრაციის;

ზ. ტრადიციული გამოყენების.

Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9