საყოფაცხოვრებო და სამრეწველო მიზნებისათვის ფართოდ გამოყენებული პლასტიკური მასები. მათ შორის, შედარებით ნაკლებად მავნეს პოლიეთილენი წარმოადგენს, ხოლო სახიფათო - პოლივინილქლორიდია. მათი დაბალი თერმომდგრადობა ჰაერში ხელს უწყობს (გახრწნის შედეგად) ტოქსიკური პროდუქტების გამოყოფას. ადვილია მათი მოხვედრა ადამიანის საკვებგადამუშავების სისტემაში. ამჟამად ფართოდ გამოყენებული ერთჯერადი შესაფუთი მასალების უტილიზაცია, მიკროორგანიზმების ზემოქმედების მიმართ სინთეტიკური პოლიმერების მაღალი მდგრადობის გამო, საკმაოდ ძნელად მისაღწევი საქმიანობაა. ამჯერად, მიმდინარეობს სპეციალური სინთეტიკური პოლიმერების შემუშავება, რომელთა გამძლეობა ამ ორგანიზმების მოქმედებისაგან ძლიერ შესუსტებული იქნება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.