Р

პა პე პო პრ
პრი პრო

პროგნოზი

მომავლის წინმსწრაფი ასახვა. შემეცნებითი საქმიანობის სახე, მიმართული კონკრეტული ობიექტების ან მოვლენების, წარსულისა და აწინდელი დროის ანალიზის საფუძველზე, განვითარების (დინამიკის) ტენდენციის განსაზღვრისაკენ. განასხვავებენ პროგნოზის ასპექტებს:

გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედებების – ბუნებათსარგებლობის სისტემების, საზოგადოების სამეურნეო და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტენდენციების შესწავლის საფუძველზე, გარემოს ანთროპოგენური ზემოქმედებების სახეების, ფორმების, სიდიდეებისა და შესაძლო მასშტაბების წინასწარმეტყველება;

საშიში ატმოსფერული პროცესებისა და მოვლენების – განსაზღვრულ ადგილსა და განსაზღვრულ დროში გარემოში მოსალოდნელი საშიში მეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური პროცესებისა და მოვლენების წარმოშობისა და განვითარების განსაზღვრა, აგრეთვე მათი შესაძლო შედეგებისა და წარმოჩენებების შეფასება;

საშიში გეოლოგიური პროცესებისა და მოვლენების – ღონისძიებათა სისტემა, მიმართული საშიში გეოლოგიური პროცესებისა და მოვლენების წარმოშობის, ხასიათის, მასშტაბებისა და ხანგრძლივობის, აგრეთვე მათი ზეგავლენის ზონაში შესაძლო ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების წარმოშობის განსაზღვრისაკენ;

საშიში ჰიდროლოგიური პროცესებისა და მოვლენების – საგანგებო სიტუაციების ზონებში მოსალოდნელი საშიში ჰიდროლოგიური პროცესებისა და მოვლენების წარმოშობის, მათი დინამიკის, მასშტაბებისა და რისკების შეფასებები;

ბუნებრივი ხანძრების – ბუნებრივ გარემოში წარმოქმნილი ხანძრების ფორმირებისა და დინამიკის, მათი არასასურველი შედეგების შესაძლო შეფასებების განსაზღვრა;

ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების – ხანძრების, აფეთქებების, ავარიების, კატასტროფების წარმოშობისა და რისკების შეფასებების საფუძველზე ტექნოგენური წარმოშობის საგანგებო სიტუაციების წარმოჩინების, განვითარებისა და შედეგების წინასწარი ასახვა;

ეპიდემიების – გარემოში გასატარებელი ღონისძიებათა შემუშავებისა და დასაბუთების მიზნით, გარემოში ეპიდემიების შესაძლო წარმოშობის, განვითარების მასშტაბებისა და მათი შედეგების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს: მოსახლეობის ინფექციური დაავადებების გავრცელების გაფრთხილებებს, ამ დაავადებათა შემცირებას, წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ლიკვიდაციას;

ეპიზოტიების – გარემოში გასატარებელი ღონისძიებათა შემუშავებისა და დასაბუთების მიზნით, ეპიზოტიის შესაძლო წარმოშობის, განვითარების მასშტაბებისა და შედეგების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს: გაფრთხილებებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ინფექციური დაავადებების გავრცელების შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ინფექციური დაავადებების შემცირებას; დაავადებათა შედეგად წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ლიკვიდაციას;

ეპიფოტოტიის - გარემოში გასატარებელი ღონისძიებათა შემუშავებისა და დასაბუთების მიზნით, ეპიფოტოტიის შესაძლო წარმოშობის, განვითარების მასშტაბებისა და შედეგების განსაზღვრა. ის მოიცავს: გაფრთხილებებს სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ინფექციური დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შესახებ; სასოფლოსამეურნეო მცენარეების დაავადებების შემცირების ღონისძი ბების დასახვას; დაავადებათა შედეგად წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ლიკვიდაციას.

Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9