Р

რა რე რი
რად

რადიაცია

კორპუსკულარული (ალფა-, ბეტა-, გამა-სხივები, ნეიტრონების ნაკადი) და/ან ელექტრომაგნიტური ენერგიის ნაკადი, რომლის განსაზღვრული დოზა სასიკვდილოა ადამიანისათვის. რადიაციის განზომილების პარამეტრებია: აქტიურობა გამოსხივების წყაროში და შთანთქმული დოზა. წყაროში ბირთვული გარდაქმნების რაოდენობა რაიმე დროის განმავლობაში იზომება ბეკკერელებში ან კიურებში. რენტგენულ და გამაგამოსხივებებს ზომავენ რენტგენებში. ბიოლოგიური სხეულების მიერ შთანთქმულ რადიაციას ზომავენ რადებში. ბერი - ცოცხალ ქსოვილებში ექვივალენტური დოზის ის ერთეულია, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია სხეულის მიერ შთანთქმული ენერგიის ურთიერთმოქმედების ფაქტორი, რაც ამ ენერგიის გაძლიერებას ან შესუსტებას იწვევს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9