Р

რა რე რი
რად

რადიოაქტიური ნარჩენები (რან)

რადიოაქტიური ნივთიერებების გარდაქმნების შედეგად წარმოქმნილი (თხევადი და მყარი) პროდუქტები, რომლებიც რადიაციულ ნორმებზე უფრო მაღალ რადიოაქტიურ იზოტოპებს შეიცავენ. თხევად რანებს ჰყოფენ: სუსტი აქტიურობის (ხვედრითი აქტიურობა 1X10-5 კი/ლ); საშუალო აქტიურობის (ხვედრითი აქტიურობა 1X10-5-1 კი/ლ); მაღალი აქტიურობის (ხვედრითი აქტიურობა 1 კ/ლ). მყარ ნარჩენებს აქტიურ ნარჩენებად თვლიან, როცა მათი ხვედრითი აქტიურობა ტოლია:

ა. 2X10-7 კი/კგ ალფა-გამოსხივებებისათვის;

ბ. 1X10-8 კი/კგ ტრანსურანული ელემენტებისათვის;

გ. 1X10-7 გრრადიუმის ექვივალენტი გამაგამოსხივების კგ-ზე.

Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9