Р

რა რე რი
რად

რადიოაქტიურობა

ზოგი ქიმიური ელემენტისა და იზოტოპის (ნუკლიდების) თვითდაშლის უნარის გამო იონიზირებული გამოსხივების მიმდინარეობა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ან გამოსხივებას, ან კორპუსკულარულ ნაკადებს იძლევა. მის სახეებს წარმოადგენენ: ჰელიუმის ბირთვების ალფა-ნაწილაკების ნაკადები, რომლებსაც დიდი ელექტრული მუხტი გააჩნია. მათი შეჩერება ძალიან ადვილია. მას მცენარის ფოთოლიც კი აჩერებს. თუმცა, მისი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას (სუნთქვის ან საკვების მიღების დროს) რადიაციული დაზიანება სახეზეა. ელექტრონებისა და პოზიტრონების ბეტა-ნაწილაკები დიდი შეღწევადი უნარით ხასიათდებიან, რაც ადვილად განაპირობებს ადამიანის ქსოვილებში (1-2 სმ-ის სიღრმემდე) მათ მოხვედრას. გამმა-გამოსხივება - მოკლეტალღიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელსაც ძლიერი შეღწევადი უნარი გააჩნია. მათგან თავდასაცავად, როგორც წესი, ბეტონის სქელ (რამდენიმე მ-ის სისქე) კედლებს ან ტყვიის ეკრანებს იყენებენ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9