Р

რა რე რი
რად

რადონი

ქიმიური ელემენტი (Rn), ინერტული რადიაქტიური აირი, რადიუმის დაშლის პროდუქტი. იგი იშლება ალფა- და გამმა-ნაწილაკების გამოსხივებით. ყველაზე უფრო სახიფათოა მისი იზოტოპი Rn-222 3,8 წლიანი ნახევარდაშლის პერიოდით. გამოიყოფა ნიადაგის ან არტეზიული ჭებიდან, აგრეთვე ზოგიერთი სამშენებლო (უმთავრესად ქვანახშირის წვიდან მიღებული წიდისაგან, წითელი აგურისაგან და ა.შ.) მასალებიდან. რადონი ხშირად ნაგებობების ქვედა სართულებში გროვდება, სადაც საჭიროა მეტი კონტროლი. მაღალ საცხოვრებლებში ჰაერის წევას შეუძლია რადონის მიწიდან შთანთქმის გაძლიერება. საცხოვრებელ ნაგებობაში რადონის შემცველობის ზღვრული დასაშვები დონე 200 ბკ/კუბ.მ-ს აღწევს. ამ დროს ადამიანი წწ-ში 150 მბერ რადიაციას ღებულობს. მეტი დოზის მიღებისას ადამიანს შესაძლოა ფილტვების კიბო განუვითარდეს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9