Р

სა სე სმ სო სტ სუ
საბ საგ სავ სათ სალ სან საქ საყ საწ სახ

სანიტარული დაცვის ზონა

საწარმოო ობიექტების, მასალებისა და რეაგენტების საცავი სასაწყობე ღია და დახურული ნაგებობების, აგრეთვე მათი სელიტებული გაფართოების პერსპექტივაში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დაწესებულბების საზღვრებს შორის არსებული ტერიტორიები; ზონის დანიშნულებაა: მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის ჰიგიენური ნორმების დაცვა; საწარმოებისა და ტრანსპორტის, ასევე ელსადენების ხაზების, ხმაურის, ვიბრაციის, ინფრაბგერების, ელექტრომაგნიტური ტალღების მიერ გარემოსა და მოსახლეობაზე დატვირთვების შემცირება; გარემოს კეთილმოწყობის პირობებში, საწარმოებსა და საცხოვრისებს შორის არქიტექტურულ-ესტეთიკური ბარიერის შექმნა; ჰაერის ასიმილაციისა და ფილტრაციის გაზრდის მიზნით, დამატებითი მწვანე უბნების მოწყობა, ასევე ჰაერის მასების დიფუზიის პროცესის გაზრდა და კლიმატზე ლოკალური პოზიტიური გარდაქმნების მიღწევა.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9