Р

სა სე სმ სო სტ სუ
საბ საგ სავ სათ სალ სან საქ საყ საწ სახ

სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა

გარემოდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება რაიმე საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როცა ეს საქმიანობა მოიცავს: სამეწარმეო და სამეურნეო ან განსახლებისა და განვითარების გეგმების, ან კიდევ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას; განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტების (პროგრამების ჩათვლით) განხორციელებას; არსებული საწარმოების მნიშვნელოვან რეკონსტრუქციასა და ტექნიკურ-ტექნოლოგიურ განახლებას და ა.შ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9